ComCom: 5G-ის დასანერგად „სელფი მობაილს“ ლიცენზიები მიენიჭა

ComCom: 5G-ის დასანერგად „სელფი მობაილს“ ლიცენზიები მიენიჭა

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „სელფი მობაილს“ 5G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიები 15 წლის ვადით მიენიჭა. კერძოდ, ComCom-ის მიერ, მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში, „სელფი მობაილი“ ერთი კომბინირებული და სამი ცალკე მდგომი ლოტის გამარჯვებულად გამოცხადდა, რაც 700 მჰც, 3400-3600 მჰც, 2600 მჰც და 1800 მჰც სიხშირულ დიაპაზონებს მოიცავდა.

“აღნიშნული ლოტების საფასურმა ჯამში 4 497 045 ლარი შეადგინა, ხოლო ლიცენზიის მოსაპოვებლად, ოპერატორმა დადგენილი თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა.

აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, „სელფი მობაილს“ გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) დაუშვას, რისთვისაც აუქციონის ფარგლებში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა”, – ნათქვამია კომკომის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 5G – ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

მსგავსი სიახლეები

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან გაიზარდა – Eristavi Estates

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მხრიდან…

RENTALS & Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში გამოკვეთილ აქცენტებს ეთახმება, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების…
არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! – ჰერჩინსკი

არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან… ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ…

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი…
„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ კორეაშიც გაიყიდება

„ნაბეღლავი“ უკვე კორეაშიც გაიყიდება, – ამის შესახებ “წყალი მარგებელის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა, თინა მახარაძემ გადაცემა რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. „ზოგადად, კომპანია იზრდება…